19:27 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 23:48:08, 1275 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - გამორიცხულია, ვინმემ ახსნას რა შეიძლება იყოს პარალელი სააკაშვილის და მაგნიტსკის საქმეს შორის

რომელიმე სიასთან დაკავშირებით საუბარი და პარალელების ძებნა სრული ნონსენსია. არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნას აღმოჩენილი. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, ვინმემ ობიექტური კრიტერიუმით ახსნას, რა მსგავსება შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილსა და მაგნიტსკის საქმეს შორის თუ არა პიარული სვლა. მან დასძინა, რომ მაგნიტსკის ნეგატიური ფაქტორის მოშველიებით დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე.

„რომელიმე სიასთან დაკავშირებით საუბარი და პარალელების ძებნა სრული ნონსენსია. არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნას აღმოჩენილი. გამორიცხულია, ვინმემ ობიექტური კრიტერიუმით ახსნას, რა შეიძლება იყოს პარალელი. ეს სხვა არაფერია, თუ არა პიარული სვლა. სიაზე საუბრის წამოწყებით და მაგნიტსკის ნეგატიური ფაქტორის მოშველიებით დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics