|
2023-01-12 17:46:41, 1270 ნახვა
პოლიტიკა
SBU-მ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ადამ დელიმხანოვი მარიუპოლის აღების დროს ჩეჩნეთიდან ჩასულ ჯარებს აზოვსტალზე თავდასხმის დროს მეთაურობდა, გარდა ამისა რუსმა დეპუტატმა საკუთარი ტელეგრამის საშუალებით გაავრცელა კადიროვის პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც ის ამართლებს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა უკრაინის საზღვრების შეცვლაში თანამონაწილეობისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით. ”მიმდინარეობს ყოვლისმომცველი ზომები მის მართლმსაჯულებამდე მისასვლელად,” - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)