|
2023-01-09 12:24:37, 910 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილი სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, ეს ზედმეტი ფსიქო-ემოციური დატვირთვაა
"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოზე დასწრებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებს. ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს იქნება ზედმეტი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვა. "სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს პაციენტი, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა მისთვის, ფსიქო-ემოციური დატვირთვა და გარდა ამისა, ჩვენი სტაციონარიდან პაციენტის გაშვება სასამართლოში არ ხდება, არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი მსგავსი არაფერი და ვერც გაკეთდება", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. ცნობისთვის, დღეს, საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)