|
2023-01-06 11:30:36, 1606 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი - მათ ვინც „სულიერი რეალობა“ ციხეს დაუკავშირა, გამორჩათ სიტყვა „სულიერი“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის წერილის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს და ილია მეორეს მადლობას უხდის, რომ მის ოჯახის წევრებს შეხვდა. ექსპრეზიდენტმა ასევე განმარტა პატრიარქის წერილში ნახსენები "სულიერი რეალობა" და დასძინა, რომ ეს მის სულიერ გაძლიერებას უკავშირდებოდა. "დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს. მინდა ვუპასუხო მათ ვინც "სულიერი რეალობა" რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა "სულიერი". ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა. რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია - თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება. ყველას გილოცავთ შობას", - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მესამე პრეზიდენტს მისალოცი წერილი მისწერა. ილია მეორემ კლინიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა და "ღვთის შეწევნა ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად" უსურვა.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)