11:09 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 14:23:30, 1246 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დევნილ ოჯახებს ესტუმრა. ირაკლი მხეიძე მათ საცხოვრებელი პირობებს გაეცნო და  შობა-ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საჯაიებისა და რურუების აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წელს გადასცა. მათ, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებლები არ ჰქონდათ და ქირით ცხოვრობდნენ. წელს კი  პირველად შეხვდნენ ახალ წელს საკუთარ სახლებში.  

როგორც ირაკლი მხეიძემ  აღნიშნა, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ბინები და სახლები 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics