22:17 - 30 Jul, 2026
|
2023-01-03 13:41:30, 1031 ნახვა
პოლიტიკა
მელია - დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ურთიერთგამომრიცხავია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 4 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება სოლიდარობის აქციები. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. "დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მოქალაქე, განურჩევლად პარტიული,პოლიტიკური მრწამსისა, მიიღებს მონაწილეობას ამ სოლიდარობის აქციაში. ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა. რამეთუ ისინი აცნობიერებენ, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ, ყველას გელოდებით,საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და თბილისში - მშვიდობის ხიდზე 18:00 საათზე”- აღნიშნა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)