|
2022-12-30 14:43:06, 1212 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურში მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა
შრომის ინსპექციის სამსახურში მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო 2022 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგები, როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების დაცვის მიმართულებით. „საბჭოს წევრებმა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2022 წელს გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები და დადებითად შეაფასეს უწყების საქმიანობა შეაჯამეს. ასევე, განიხილეს ახლად დამტკიცებული რეგლამენტი სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელიც 2023 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება. საბჭოს სხდომას ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს შრომის ინსპექციის სამსახურის სამომავლო გეგმები. მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში, საქართველოს პარლამეტის, სახალხო დამცველის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები შედიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)