12:25 - 22 Jul, 2026
|
2022-12-30 12:39:48, 1025 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ჩემს სამშობლოს და მეგობარ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და სიმშვიდეს ვუსურვებ
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა უსურვა. „ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ-წელს, შობას. პირველ რიგში, მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც თითოეული ადამიანისთვის უძვირფასესი და ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მინდა, ვუსურვო ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს მშვიდობა. მინდა, ვუსურვო მშვიდობა ყველა იმ ქვეყანას, იმ ადამიანს, სადაც დღეს უდიდესი პრობლემებია. მთელ მსოფლიოს, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს მინდა, ვუსურვო მშვიდობა და სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)