23:22 - 30 Jul, 2026
|
2022-12-30 09:21:57, 1335 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტი 2023 წლის სექტემბრამდე უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 9 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარების ხარჯებს მოიცავს, 16 მილიარდი ეკონომიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოხმარდება. გარდა ამისა, 12 მილიარდი დოლარით უნდა შეივსოს აშშ-ის არმიის რეზერვები. 7 მილიარდს კი ვაშინგტონი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების დაფინანსებას მოახმარს. ამასთან, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)