|
2022-12-29 22:42:22, 1421 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი სიცრუეზე და ჰიბრიდული ომის მეთოდების გაჩაღებაზე დგას
„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დგას სიცრუეზე, ტყუილის ტირაჟირებასა და ჰიბრიდული ომის მეთოდების გაჩაღებაზე საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების მიმართ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აგონიაშია, ამ ყველაფერზე პასუხი ხელისუფლების მხრიდან კი ის წარმატებებია საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც საქართველომ წელს მიაღწია, თუნდაც საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ. "„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დგას სიცრუეზე, ტყუილის ტირაჟირებასა და ჰიბრიდული ომის მეთოდების გაჩაღებაზე საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ აგონიაში და ამ პოლიტიკურ პარტიას, შეიძლება ითქვას, რომ პულსი აღარ ესინჯება. ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი ხელისუფლების პასუხი, ყველაფერ ამაზე არის ის წარმატება საერთაშორისო სასამართლოებში, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)