|
2022-12-29 10:42:07, 792 ნახვა
საზოგადოება
მთიანი რეგიონების სკოლებისთვის მიმდინარე მწვანე საგრანტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
საგრანტო პროექტი მთიანი რეგიონების სკოლებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, არასათავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“ და კავკასიის ბუნების ფონდთან CNF თანამშრომლობით, წარმატებით განხორციელდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის უნიკალური ბუნებრივი ღირებულებების წარმოჩენა და მათ შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცოდნის გაღრმავება. საგრანტო პროექტების ფარგლებში, ფშავის, ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობებში მდებარე სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში: მომზადდა შემეცნებითი ვიდეორგოლი ადგილობრივი დაცული ტერიტორიების შესახებ, შეიქმნა სამაგიდო თამაში, გამოიცა კომიქსი და ჩაატარდა ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. სასკოლო გრანტების ინიციატივა პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდის CNF მიერ, GEF/UNDP-ის მხარდაჭერით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)