00:19 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 17:25:37, 814 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მემუქრებიან კარიერით, თურმე მე კარიერას დავემშვიდობები

მემუქრებიან კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, როგორი ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს, საქართველოს ევროპული მომავალი მაინც ექნება. 

"მემუქრებიან კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა - ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობთ ამ ქვეყანაში, ალბათ, ისიც იცით, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა; მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. ვერავინ ვერ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს, ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმები, შანტაჟის მცდელობები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტმა განაცხადა:

"მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics