|
2022-12-28 14:24:35, 880 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული და იტალიური მარკების პრეზენტაცია გაიმართა
27 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული და იტალიური მარკების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ. ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ქართული მარკა მიმოქცევაშია 2022 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე. „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული. იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის ტირაჟია 350.010 ერთეული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)