|
2022-12-28 12:02:29, 915 ნახვა
საზოგადოება
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, საინვენტარიზაციო სამუშაოების არეალი და დაფინანსება იზრდება
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საინვენტარიზაციო სამუშაოების არეალი და დაფინანსება იზრდება. 2023 წლის საინვენტარიზაციო სამუშაოების სავარაუდო ფართობი, წინასწარი მონაცმებით შეადგენს 2448 ჰექტარს, ხოლო ბიუჯეტი - 1,5 მილიონ ლარს, რაც 900 ათასი ლარით აღემატება მიმდინარე წლის დაფინანსებას. ინვენტარიზაცია ჩატარდება 4 მუნიციპალიტეტში: დედოფლისწყაროში, კასპში, ქარელში და დუშეთში. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა: არსებული, დეგრადირებული და განადგურებული ქარსაფარი ზოლების გამოვლენა, მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის ხდება შესაბამისი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება, სტატუსის მინიჭება და შემდგომ ქარსაფრის სტატუსით საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ამონაწერში უკვე აისახება მონაცემები ქარსაფარი ზოლის და სტატუსის შესახებ. საკადასტრო გეგმაზე ფიქსირდება ქარსაფარი ზოლის აღმნიშვნელი პირობითი ნიშანიც. ინვენტარიზაციის პროცესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ინვენტარიზაცია დასრულდება 2025 წლის 1 მარტს. შემდეგი ეტაპი მათი აღდგენა/რეაბილიტაცია და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენებაა, რაც ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)