13:44 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 13:27:49, 808 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-ე რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. რექტორის არჩევნები, სადაც განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიურმა საბჭომ სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩია.

აღსანიშნავია, რომ არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები ერთ კანდიდატსა და რექტორის არჩევის წესს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ სამუშია "გარედან მართული და დასმულია". 

შეგახსენებთ, თსუ-ს რექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 7 ოქტომბერს, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics