|
2022-12-26 09:37:40, 901 ნახვა
საზოგადოება
UNESCO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ტრენერებად გადამზადდნენ
UNESCO-ს პირველი საგრანტო პროექტის “მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ” ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენერებად გადამზადნენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ტრენერებმა მიღებული ცოდნა UNESCO-ს პროექტის ფარგლებში დასაქმებულ მოხალისეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის წარმომადგენლებს გაუზიარეს და UNESCO-ს უბნის მართვის საკითხები გააცნეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები თამარ ხახიშვილი და თომა დეკანოიძე, ასევე UNESCO-ს ექსპერტი პიტერ დებრინი ესწრებოდნენ. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ტრენერების მუშაობა და მათ UNESCO-ს ოფიციალური სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. გადამზადებული ტრენერები სამომავლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა და ტერიტორიების ირგვლივ მაცხოვრებელთათვის სისტემატიურად განახორციელებენ ტრენინგთა ციკლს. UNESCO-ს პროექტი “მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ” GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, UNESCO-ს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)