|
2022-12-25 13:42:47, 1015 ნახვა
საზოგადოება
არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ - ანი წითლიძე მე-11 დღეა შიმშილობს
ანა წითლიძე ამბობს, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ. "ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია, გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ",- ამბობს ანი წითლიძე. როგორც პარლამენტში მისულმა ექიმმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი წყლის და ყავის გარდა არაფერს არ იღებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. "პაციენტი ძალიან მკაცრად შიმშილობს. საერთოდ არაფერს არ ღებს, ერთ ჭიქა ყავას და წყალს. უკვე საშიში ხდება, იმიტომ რომ წონის დეკომპენსაცია შეიძლება მოხდეს, რაც მისი სიცოცხლისთვის იქნება საფრთხე",- განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, ანი წითლიძემ, ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)