|
2022-12-22 15:55:04, 822 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი სააკაშვილზე - სიცოცხლის გადასარჩენად, საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მკურნალობის გავლის უფლება უნდა მიეცეს
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მას სიცოცხლის გადასარჩენად, საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მკურნალობის გავლის უფლება უნდა მიეცეს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე წერს. ლექსმანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მთლიანად პასუხისმგებელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. „საქართველოს ხელისუფლება მთლიანად პასუხისმგებელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მას სიცოცხლის გადასარჩენად, საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მკურნალობის გავლის უფლება უნდა მიეცეს. #გადაარჩინე მიშა“,- წერს ლექსმანი. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)