|
2022-12-21 17:14:58, 1230 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე მინისტერიალის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი შეხვედრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან გამართა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და თურქეთის მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით კავშირების გაღრმავებას. საუბრის ერთ-ერთ წამყვან თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მზარდი საფრთხეები და უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმოადგენდა. საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ მინისტერიალს წელს თურქეთის რესპუბლიკა მასპინძლობს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)