|
2022-12-21 12:43:14, 1067 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერია ახალ პროექტს „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“ იწყებს
დედაქალაქის მერია თბილისის ბაგა-ბაღებში გამწვანების პროექტს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტი საბავშვო ბაღების ეზოების ახალი ნარგავებით შევსებას ითვალისწინებს. სკოლამდელი აღზრდის პირველი დაწესებულება, საიდანაც ეს პროექტი დაიწყება, N169 ბაგა-ბაღია. „წლის ბოლოს კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტს ვიწყებთ. ეს არის „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“, რომელიც საკრებულოში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივა იყო და სიამოვნებით გავიზიარეთ. პროექტის მიხედვით, ბაღის ტერიტორიაზე 200-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგვება. ეს სტანდარტი განევრცობა სხვა ბაგა-ბაღებზეც, რომლებსაც არ აქვთ გამწვანებული ეზო. ვიცი, რომ ბევრი მშობელი ინტერესდება ბაღის ინფრასტრუქტურით და ასეც უნდა იყოს. ბევრი ახალი ბაღი ავაშენეთ, ასევე, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვიწევს შენობის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. პროექტის განხორციელებით, ბაგა-ბაღები უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად მოწესრიგებული და გამწვანებული, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, პატარებს გამწვანების სიყვარული თავიდანვე ჩავუნერგოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)