|
2022-12-21 12:11:23, 1081 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა, თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებაა, ქალაქში თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ, მერიაში გაიმართა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა, სადაც საუბრის მთავარი თემა მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის საჭიროება იყო. „ნებისმიერი თანამედროვე ქალაქი სხვადასხვა პრინციპის დაცვით ვითარდება, მათ შორის, ერთ-ერთია ინკლუზიურობა. ამ მხრივ, არც თბილისია გამონაკლისი. თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ თუ გამწვანების პროექტში ვითვალისწინებთ ინკლუზიურობის პრინციპს. რამდენიმე დღის წინ, მერიაში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის საჭიროებაზე მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის. მათ შორისაა, ხმოვანი შუქნიშნები, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ადამიანების უსაფრთხოება. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს და მინდა, საზოგადოებას განვუმარტო: შუქნიშანზე ალბათ ხშირად გსმენიათ ხმები. ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მთელს მსოფლიოში ადაპტირებულია და თბილისშიც დავიწყეთ მსგავსი პროექტების განხორციელება. ამ მიმართულებით საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ შუქნიშნის ხმა ღამის საათებში ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს და პრეტენზიებს გამოთქვამენ. უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა, გადაადგილდნენ თავისუფლად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც დღისა და ღამის საათებში შუქნიშნების ხმის რეგულირებას გულისხმობს. ამასთან, კახა კალაძის თქმით, საჭიროა მეტროსადგურების ადაპტაცია და ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)