|
2022-12-20 19:27:25, 1026 ნახვა
საზოგადოება
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას იუსტიციის სახლში გაივლიან
იუსტიციის სახლსა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. იუსტიციის სახლი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ და კარიერა იუსტიციის სახლში სწორედ სტაჟირებით დაიწყონ. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლობჯანიძემ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ზაზა რუხაძემ მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდა. ლაშა ლობჯანიძემ ახალგაზრდებს იუსტიციის სახლის მოქმედი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)