|
2022-12-19 16:27:39, 1373 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კირთაძეზე თავდასხმა არის ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს პოლარიზაციის დასრულების სურვილი არ აქვს
თავდასხმა გიორგი კირთაძეზე არის ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, "რუსულ ოცნებას" არანაირი სურვილი მშვიდობის საქართველოში არ აქვს, არანაირი სურვილი პოლარიზაციის დასრულების არ აქვს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა "რუსულ პროვოკაციას" უწყობს და "ტიტუშკების" საშუალებით თავს ესხმის ყველას, ვინც "ქართულად ფიქრობს" და ვისაც ცივილიზებული სამყაროს წევრობა სურს. "დღეს ჩვენ რაც ვნახეთ ბათუმში, ეს იყო კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ და ჩვენ ვნახეთ გიორგი კირთაძეზე ორგანიზებული "ტიტუშკების" თავდასხმა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად ორკესტრირებული და ახლა უსამშობლო ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, "რუსულ ოცნებას" სურს, რომ რუსული პიარ-კამპანია - ის, რომ თურმე პრობლემა არ არის იმაში, რომ რუსებს იცავენ და გაარუსეს საქართველო - გადაიტანონ ქუჩაში და ცდილობენ, რომ რუსი "ტიტუშკები" მიუგზავნონ ადამიანებს, ვინც ფიქრობს ქართულად და ვისაც უნდა ცივილიზებული სამყაროს წევრობა. დღევანდელი დღე - თავდასხმა გიორგი კირთაძეზე არის კიდევ ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, "რუსულ ოცნებას" რანაირი სურვილი მშვიდობის საქართველოში არ აქვს, არანაირი სურვილი პოლარიზაციის დასრულების არ აქვს. მათი სურვილია დაპირისპირება, ბოღმა, ღვარძლი და ამას აღვივებენ, ამით კვებავენ ამომრჩევლებს ყველა არჩევნებზე... ვითხოვთ, უმკაცრესად დაისაჯოს გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი და შემკვეთი", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უწყება ბრალდებულის ვინაობის დადგენას ცდილობს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)