|
2022-12-19 11:55:14, 1135 ნახვა
საზოგადოება
პირველი ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ბრიგადის მიღწევებზე გაამახვილა. პირველი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. ცერემონიალის დაწყებამდე, სტუმრებმა პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. სამხედროებს უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე", „გიორგი ანწუხელიძე" და „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადაეცათ. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისთვის „ღია კარის” დღეც მოეწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა. პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)