17:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 01:47:51, 2257 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ვოქსის შენობაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძრის მასშტაბი გაიზარდა. როგორც ექსპრესნიუსის ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლის ჩაქრობა ან მინიმალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლი რესტორან „ვოქსის“ მთელ პერიმეტრს მოედო. ამასთან ცეცხლმოდებული სამშენებლო მასალები ქუჩაზე იყრება. 

ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის ლოკალიზებას ჯერჯერობით ვერ ახრეხებენ, თუმცა მეხანძრეები უკვე იმყოფებიან შენობაში და ხანძრის ჩაქრობას რესტორან ვოქსის ქვემოთ მდებარე სართულიდან ცდილობენ.

წინასწარი ინფორმაციით "ვოქსის" შენობაში არავინ უნდა იყოს, რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. კორპუსისდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

ხანძარია ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე.

ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ რესტორან „ვოქსში“ გაჩნდა, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს. ამ დროისთვის ცეცხლი მთელ რესტორანს მოედო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics