|
2022-12-18 12:23:27, 1164 ნახვა
საზოგადოება
კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს. მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებისა და ტრანსპორტირების ფაქტები, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები, უკანონოდ მოპოვებული რცხილის, წიფლისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დამზადებული, ჯამში 37 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)