|
2022-12-16 11:31:12, 972 ნახვა
საზოგადოება
დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „მოსასვენებელი სივრცეები დიღმის მასივის პირველი კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ და თევდორე მღვდლისა და თემურ ფიფიას ქუჩების კვეთაზე მოეწყო. სკვერების ტერიტორია, ჯამში, 4 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის მიხედვით დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში განთავსდა საბავშვო და სპორტული ზონები, საპარკო სკამები და ურნები. ასევე, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 541 560 ლარი გამოიყო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)