|
2022-12-15 12:57:20, 1049 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და არსებული საფრთხეები განიხილა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა თავდაცვის უწყების გრძელვადიანი დაგეგმვის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს. „უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო კოდექსთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)