09:25 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 15:57:31, 1411 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.

კანონი განსაზღვრავს, რომ შტატებმა უნდა აღიარონ ერთსქესიანთა ქორწინებები და რომ ერთსქესიან წყვილებს აქვთ იგივე ფედერალური სარგებელი, როგორც ნებისმიერ დაქორწინებულ წყვილს.

„ამ მომენტამდე გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი, ვისაც თანასწორობისა და სამართლოანობის სჯერა, არასდროს ნებდებოდნენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

​ამ კანონის მიღებით გაუქმდება 1996 წლის კანონი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უარყოფს ფედერალურ შეღავათებს ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics