|
2022-12-14 13:38:35, 1184 ნახვა
საზოგადოება
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
გორში, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიდი, ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 30-მდე კომპანიას 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი ჰქონდა წარმოდგენილი. ფორუმზე, დასაქმების მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან, პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით.
ფორუმს ადგილობრივი ხელისუფლების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. სააგენტომ, 2022 წელს, თბილისსა და რეგიონებში, 15 ფორუმი ჩაატარა, სადაც 5 000-ზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)