|
2022-12-14 09:57:07, 1285 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - ოლიგარქი საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე ჯერ კიდევ დიდ გავლენას ფლობს
ოლიგარქი ჯერ კიდევ ფლობს ძალიან დიდ გავლენას პოლიტიკურ გარემოზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეწყდეს ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. "საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში წამყვანი ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა ვხედავთ უარყოფით ტენდენციებს. ოლიგარქი ჯერ კიდევ ფლობს ძალიან დიდ გავლენას პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ვნახეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე და ვხედავთ, რომ დემოკრატიული პროცესები უარესდება. ვიმედოვნებთ და მოვითხოვთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა შეწყდეს და ის გათავისუფლდეს. ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმით, რომ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ",- განაცხადა მირიამ ლექსმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)