06:38 - 31 Jul, 2026
|
2022-12-14 09:43:45, 1280 ნახვა
პოლიტიკა
მაკალისტერი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით სააკაშვილი და მიეცით საშუალება, სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს
ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მისცეს. როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. "საქართველო ევროპის ნაწილია, იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი 12 პუნქტი უნდა შესრულდეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით საშუალება, სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს", - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა. შეგახსსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)