23:41 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 12:09:45, 1161 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ, ხელვაჩაურში რძლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატიურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, გააჩნდა ფსიქიკური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც  მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics