09:25 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 10:49:37, 1053 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება მხოლოდ „მარშალის გეგმასთან“ შეიძლება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის რეკონსტრუქციას „მარშალის გეგმას“ ადარებს. შოლცმა აღნიშნულის თაობაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა.

როგორც კანცლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, G7-ს ახლა სურს, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საერთაშორისო საკოორდინაციო პლატფორმა შექმნას.

„უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება, ალბათ, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი  „მარშალის გეგმასთან“ შეიძლება. პუტინი იზოლირებულია, ის მარტო დგას. G7 კვლავ მოუწოდებს მას უკრაინიდან გასვლისკენ. უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობა და კონკრეტული მხარდაჭერა „დიდ შვიდეულში“ ჩვენს თავმჯდომარეობას წითელ ხაზად გასდევს.  ჩვენ ამას გავაკეთებთ მანამ, სანამ საჭირო იქნება", - აცხადებს ოლაფ შოლცი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics