06:37 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 14:38:12, 1575 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ომის და სიკვდილის პარტიას ქვეყნის დანგრევა უნდოდა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიიღეს

უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ორი წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც სერიოზული პროგრესია. 

"ეს სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, არავის არ ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ. ომის და სიკვდილის პარტიამ. მე  ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ზედიზედ ორი წელია უკვე,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა მილიარდ 675 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, კოვიდამდე პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics