20:59 - 22 Jul, 2026
|
2022-12-12 09:44:02, 1840 ნახვა
საზოგადოება
რუსი ჟურნალისტი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegram-ზე წერს. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი თბილისში რიგიდან მოფრინავდა, ის მესაზღვრებმა გააჩერეს და შესვლაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც ჟურნალისტი რიგის თვითმფრინავში ჩასვეს. გამოცემის ცნობითვე, ჟურნალისტი ბოლო რამდენიმე თვეა თბილისში ცხოვრობდა და აქ ბინას ქირაობდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა სახელმწიფომ განიხილოს რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობასა და საზოგადოებაზე რჩება. მისივე თქმით, ქვეყანაში ახლახანს ჩამოსული რუსების დიდი რაოდენობა საქართველოსთვის გამოწვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)