|
2022-12-11 15:39:56, 1650 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე კულინარიული შოუ „მასტერ შეფის“ ფინალისტი, კონდიტერი ნიკუშა მანაგაძის შოკოლადიანი ჩურჩხელებისა და საახალწლო თათარას მასტერკლასი მოეწყო. ფესტივალის ფარგლებში, ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო საახალწლო აქტივობები ჩატარდა. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართა. მონაწილეობა თხუთმეტამდე შოკოლადის კომპანიამ მიიღო. მათ შორის იყვნენ დამწყები სტარტაპერები და ყველასათვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)