20:59 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-11 13:15:13, 1772 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - დაბალი სიცხით იწყება დილა, აქვს დაბალი წნევა, სისუსტე და სრული უმადობა

ისევ იგივე მდგომარეობაა. დაბალი სიცხით იწყება ხოლმე დილა, როგორც წესი. აქვს დაბალი წნევა ეს დღეებია, სისუსტე და სრული უმადობა, სრული მიუღებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე თბილისის სასამართლო 14 დეკემბერს აუცილებლად იმსჯელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ტემპი, სისწრაფე იმიტომ, რომ ტოქსიკოლოგის დასკვნაში წერია, რომ თუ კიდევ რამე ეშველება, სრულად მისი განკურნება მაინც ვერ წარმომიდგენიაო ადამიანი ამბობს, მაგრამ თუ დარჩა კიდე რაღაც რესურსი, რაღაც დონემდე მაინც აღადგინონ, ამაზეა ლაპარაკი. ისევ სიურპრიზებს თუ უნდა ველოდოთ, არ ვიცი, ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ პროცესი გაიმართება", - განაცხადა გიული ალასანიამ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის დეტალებზე არასდროს უსაბრია. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics