|
2022-12-11 12:57:10, 1677 ნახვა
საზოგადოება
ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის ფარგლებში, სამხედროებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში შეხვდნენ. "ლექცია-სემინარი ეხებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემებს, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებს. სამხედროებმა ინფორმაცია მიიღეს გასაჩივრების მექანიზმებისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ; ასევე, საუბარი შეეხო, მსგავსი შემთხვევების არსებობის დროს, სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით უწყებრივ საქმიანობას. წელს ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია ტარდება სლოგანით -„აქტივიზმი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“. მასში სამთავრობო უწყებები და არასამთავრო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ღონისძიებები მიზნად ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას ისახავს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)