|
2022-12-11 11:09:43, 1596 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაურმა ჩხობაძის კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა ქუთაისში ოთარ ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საოპერაციო, წინასაოპერაციო, წინასაპროცედურო, საპროცედურო, პოსტოპერაციული პალატებისა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც, რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ილია ღუდუშაურის განცხადებით,სამედიცინო დაწესებულება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე სრულად იქნება მორგებული. გარდა ამისა, ქუთაისში მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ახალი განყოფილება ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადაინაცვლებს. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში ლოკაციის ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)