|
2022-12-10 12:43:32, 1427 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - თუ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან
მიზანი რა იყო ვერ გავიგე, თუ უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან,- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედში" გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს. მისი თქმით, ფოტოები არ ასახავს იმ რეალობას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. „ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, მან არაფერი იცოდა, მეც არ ვიცოდი, არავინ არაფერი იცოდა და მე არ ვიცი, საიდან მოხდა ეს, როგორი და რა ფაქტია საერთოდ? რა მიზანს ემსახურება ვერ გავიგე. იმიტომ, რომ ფოტო რომელიც მე ვნახე, ის არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ დღეს გვაქვს, ადამიანი არის დღეს იმის ლანდი. მიზანი რა იყო ვერ გავიგე, თუ უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან“,- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია "ფორმულამ" კლინიკა "ვივამედში" გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა, რომელიც 29 აგვისტოთი თარიღდება. ტელეკომპანიამ პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტოები ერთი თვის წინ იყო გადაღებული, მოგვიანებით შეასწორა და დამადასტურებელი ფაქტი, სურათების გადაღების თარიღი გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)