|
2022-12-09 15:32:56, 1129 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება
14 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სერვისი - ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ემატება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების სერვისი ჩვენს აეროპორტში კოვიდამდე გვქონდა, თუმცა პანდემიის შემდეგ, განახლებულ აეროპორტში აუქციონის გზით ახალი, საერთაშორისო ამერიკული კორპორაცია ENTERPRISE შემოგვყავს,-‘’საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. კორპორაცია ENTERPRISE 65 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. დღეის მდგომარეობით კომპანია წარმოდგენილია 100 ზე მეტ ქვეყანაში 9,500 ზე მეტი ლოკაციით, დასაქმებული ჰყავს 80,000 მდე ადამიანი და ფლობს 1.7 მლნ-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას. საქართველოში კომპანია 2017 წლიდან ოპერირებს და ჰოლდინგში შემავალი სამივე ბრენდით არის წარმოდგენილი. კომპანიის მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა მსხვილ ავტოგაქირავების პლატფორმაზე, და ასევე, კომპანიის ვებ გვერდზე https://www.enterprise.ge/.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)