|
2022-12-09 13:40:57, 1234 ნახვა
საზოგადოება
მელია სააკაშვილის პროცესის გადადებაზე - არ გვაქვს ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა ერთი თვე გაგრძელდეს
ამ პროცესის დროში გაწელვა არის მიუღებელი ყველასთვის, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა ერთი თვე გაგრძელდეს,- ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესის გადადება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა საკითხები. „ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროცესი და ძალიან გულახდილად ვიტყვი დასრულდეს ისე, როგორც აპირებენ და მიღებული აქვთ გადაწყვეტილება. ამ პროცესის დროში გაწელვა არის მიუღებელი ყველასთვის, მათ შორის ოჯახისთვის, დაცვის მხარისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის პირველ რიგში. როდესაც მის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, იმის ფუფუნება, რომ ერთი თვე გაგრძელდეს ამ საკითხის განხილვა ამ სასამართლოს დარბაზებში და ამის შემდეგ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს დგომარეობაშია თუ არა, ჩემთვის პირადად მიუღებელია. რათქმა უნდა აქ ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის და დაცვის მხარის მყარი პოზიცია. ყველანი ვთანხმდებით ალბათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა საკითხები“,- განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)