22:05 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 13:08:37, 1189 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო, გულისტკივილს გამოთქვამს. 

როგორც პატრიარქის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, ხოფერიამ, რომელიც საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია, სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა.

"გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის - ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო.

იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა.

ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 

ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში გუშინ, 8 დეკემბერს გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. 

25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, 1-ელ დეკემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ქართველ მებრძოლს 10 დეკემბერს დაკრძალავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics