|
2022-12-09 09:28:32, 1560 ნახვა
საზოგადოება
გიორგი სააკაშვილი - მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა საზღვარგარეთ დროული მკურნალობა
გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე!, - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს. გიორგი სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და მოხდება ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა. "ძვირფასო საზოგადოების წევრებო, მოგმართავთ ყველას! გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე! მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ. მე, იმედს ვიტოვებ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და აგვარიდებს პრეზიდენტის სამარცხვინოდ სიკვდილს!",- წერს გიორგი სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)