22:06 - 22 Jul, 2026
|
2022-12-08 15:19:22, 1198 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ფერმერებმა 35,7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 35,752,914 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს. პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზია იყო ჩართული, სადაც ფერმერებს აგროქულის განაღდება და საქონლის შეძენა მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე შეეძლოთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)