22:06 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 14:12:13, 1191 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. 

სოფლს მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანს საქართველოს მწვანე განვითარების სტრატეგიის (Green Growth Strategy) შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიის შექმნით, ქვეყანა შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტს მწვანე ეკონომიკის განვითარებისა და მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის და კლიმატის ცვლილების სტრატეგიების, ასევე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა  პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics