22:06 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 13:38:29, 1328 ნახვა

საზოგადოება
ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა, კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან - გიული ალასანიას მიმართვა

ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა, კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან, - საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ქართულ საზოგადოებას მიმართავს. 

ალასანია მოუწოდებს ყველას - ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას - მივიდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატონ პოზიცია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. 

"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. 

არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს",- ნათქვამია გიული ალასანიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. 

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics