15:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 09:50:51, 2208 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - პუტინი ომის გაჭიანურებისთვის ემზადება და უკრაინის ახალი ტერიტორიების დაპყრობას გეგმავს

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქმნის ყველა პირობას, რათა უკრაინაში წარმოებული ომი გაჭიანურდეს.

ინსტიტუტი ხაზს უსვამს რუსეთის პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა განვითარების საბჭოსთან შეხვედრისას თქვა, რომ ე.წ. სპეციალური ოპერაცია უკრაინაში შეიძლება იყოს „გრძელი პროცესი“ და რომ ახალი ტერიტორიების აღება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის.

ინსტიტუტის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ შეხვედრაზე პუტინმა საკუთარი თავი შეადარა მეფე პეტრე პირველს და აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რისთვისაც მეფე იბრძოდა.

"ეს მითითება რუსეთის იმპერიულ ისტორიაზე ნათლად ასახავს პუტინის ამჟამინდელ მიზნებს უკრაინაში, როგორც აშკარად იმპერიალისტურ და მაინც მაქსიმალისტურს. პუტინი აწყობს რუსეთის შიდა აუდიტორიას უკრაინაში გაჭიანურებული, დამქანცველი ომისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ახალი ტერიტორიების დაპყრობას", - ნათქვამია ISW ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რუსული საინფორმაციო სივრცე დადებითად რეაგირებდა პუტინის იმპერიალისტურ განცხადებებზე, რაც დამატებით პირობებს ქმნის ომის გახანგრძლივებისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციით მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics