|
2022-12-07 16:51:34, 1446 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება - ომბუდსმენის დასკვნა
საქართველოს სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შესწავლა დაასრულა და მიიჩნია, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სისხლის სამართლის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი ირღვევა. ომბუდსმენის დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების და საქმის მასალების შესწავლა, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით (პატიმრობამდე და პატიმრობის შემდგომ), ასევე ქვეყანაში არსებული მედია გარემოს ანალიზი. სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მოვუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების მექანიზმი ნიკა გვარამიასთან მიმართებით. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მეორედ ხდება ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ქმედების შეფასება. პირველი ასეთი შემთხვევა იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)